სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტელემარათონი გაიმართება

სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტელემარათონი გაიმართება

დღეს, 2 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდი "იავნანას" ორგანიზებით ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ტელემარათონი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან დღემდე ფონდი "იავნანა" მხარდამჭერთა თანადგომით ყოველთვიურ დახმარებას ურიცხავს აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ყველა ბავშვს. სამწუხაროდ, ომის შემდეგ მამის გარეშე 133 ბავშვი დარჩა. 7 წლის დიტო რაზმაძეს კი გორის დაბომბვის დროს მამასთან ერთად ორსული დედაც დაეღუპა, დიტო 2008 წელს ფონდის შვილობილი გახდა, "იავნანამ" მას შეუძინა ბინა და 18 წლის ასაკამდე მის მეურვეობაზე მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა.

ერთი წლის მანძილზე ერთი ბავშვის მხარდასაჭერად საჭირო თანხა 1200 ლარს შეადგენს. სწორედ , ამიტომ კონცერტის დასასწრებ ბილეთებთან ერთად , გაიყიდება სპეციალური ბილეთი -1200 ლარი.

ღონისძიების მხარდაჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო , თბილისის მერია და მარჯანიშვილის თეატრი.