თენგიზ გოგოტიშვილი ნატოს საინფორმაციო ცენტრს აღარ უხელმძღვანელებს

თენგიზ გოგოტიშვილი ნატოს საინფორმაციო ცენტრს აღარ უხელმძღვანელებს

თენგიზ გოგოტიშვილი ნატოს საინფორმაციო ცენტრს აღარ უხელმძღვანელებს. ცენტრის ინფორმაციით, ახალ დირექტორის ხვალ, 12:00 საათზე , ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი წარადგენს. 

ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ სახელწოდება შეეცვალა და გახდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.