ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შსს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრმა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილი მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ესაუბრა. 

მინისტრთან შეხვედრას ევროპის სახალხო ხალხთა პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, იუსტიციის, თავისუფლებისა და უშიშროების საკითხებში ევროკომისარი ფრანკო ფრატინი, ევროპის სახალხო პარტიის თავჯდომარის მოადგილე იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი და საგარეო ურთიერთობების მდივანი ნიკოლას ბრიკი ესწრებოდნენ.