ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის კანცელარიაში "ევროპის სახალხო პარტიის" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ფრანკო ფრატინის შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილმა ფრანკო ფრატინის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით რეფორმების მიმდინარეობისა და ამ პროცესის დაჩქარების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროპელმა პარტნიორებმა მიიღონ ზუსტი, დაუმახინჯებელი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.