საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
„აბსოლუტურად დარმწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანს არათუ ერთი, არამედ რამდენიმე დიპლომი აქვს. დარწმუნებული ვარ მის კვალიფიკაციაში, აბა როგორ იმუშავებდა სტრასბურგში იურისტად, თუ იურისტის კვალიფიკაცია არ აქვს?! ამასთან, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გოგა ხაჩიძის მიერ აგორებული მორიგი სიცრუე“, - აცხადებს ეკა ბესელია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მტკიცებით, თეა წულუკიანს, მისი კვალიფიკაციის გამო, ამ თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს.