პრემიერის აპარატი პრეზიდენტის შეთავაზებას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე უპასუხებს

პრემიერის აპარატი პრეზიდენტის შეთავაზებას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე უპასუხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ ინფორმირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრესსამსახურში განუცხადეს, საპასუხო განცხადება პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში დღის განმავლობაში გაკეთდება . 

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას ორშაბათისთვის სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დღეს მთავრობის კანცელარიაში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, "მიხეილ სააკაშვილმა გადაიფიქრა".