საქართველოს პრეზიდენტი პრემეირ-მინისტრს სთავაზობს, შეხვედრა ორშაბათს, დილით შედგეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა და იდეა იყო პრემიერთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია და უსაფუძვლო, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს.
"გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ამიტომ პრეზიდენტის შეთავაზებაა შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. აქვე ქვეყნის პირველი პირი საჯაროდ ადასტურებს, რომ მზად არის პრემიერს შეხვდეს იქ, სადაც მას სურს. დიახ, პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანია ვიზიტი უცხოეთში, მაგრამ ბუნებრივია, ის ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა. ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და მისი ინტერსია, შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგით და შეთანხმებით", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, დაგროვდა საკმაოდ ბევრი საკითხი და პრეზიდენტის და პრემიერის მოვალეობაა, გაუგებრობის განმუხტვისთვის ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბულირობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას.