ვიქტორ დოლიძე - ბრიუსელში დოკუმენტის მიღება

ვიქტორ დოლიძე - ბრიუსელში დოკუმენტის მიღება "ნაციონალების" დესტრუქციული წინადადების გამო ვერ მოხერხდა

ევროკავშირ-საქართველოს შორის დოკუმენტის მიღება "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული წინადადების გამო ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ბრიუსელში "ნაციონალურმა მოძრაობის" დელეგაციამ წამოჭრა ინიციატივა, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო ერთი მუხლი საქართველოში პოლიტიკური დევნისა და 8 თებერვალს, პოლიციის უმოქმედობის შესახებ.

"ჩვენ ამ მუხლის ჩაწერას ვერ დავუშვებდით, რადგან ეს არის ტყუილი. სწორედ ამან გამო გამოიწვია დელეგაციებს შორის შეუთანხმებლობა, რის გამოც ვერ მოხერხდა ამ დოკუმენტის მიღება. თუმცა, ყველა პრინციპულ საკითხზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმებაზე, ვიზების ლიბერალიზაციაზე და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე, ევროკავშირთად ვთანხმდებით, უბრალოდ მათი დოკუმენტალურად ასახვა ვერ მოხდა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გამო", - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მხარი მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიამ დაუჭირა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მზად იყო დოკუმენტში ჩაწერილიყო მხოლოდ ის მუხლები და ის საკითხები, რომელზეც შეთანხზმება მიღწეული იყო, თუმცა ამაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა. ამასთან, ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ეს დოკუმენტი არ არის სავალდებულო ხასიათის და ის სარეკომენდაციოა.