შინაგან საქმეთა მინისტრი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ვითარება ყველგან სტაბილურია.
"თუ ვინმე პროვოკაციას დაგეგმავს, მკაცრად დაისჯება", - განაცხადა შს მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაცვაზე უარის თქმის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვამ მიხეილ სააკაშვილის დაცვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მინისტრის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვას პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციაც დაეხმარება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტისა და პრემიერის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზეც.
"ჩემი ინფორმაციით, ეს შეხვედრა პრეზიდენტის უარის გამო გადაიდო. ბატონი პრემიერისა და ბატონი პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.