ვიქტორ დოლიძე :  თეა წულუკიანს თუ არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, აბა ვის აქვს

ვიქტორ დოლიძე : თეა წულუკიანს თუ არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, აბა ვის აქვს

თეა წულუკიანს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და დიპლომი, რომ გააგრძელოს მინისტრად მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, თეა წულუკიანს უმაღლესი საერთაშორისო სამართლებრივი სკოლა აქვს გავლილი.

"თეა წულუკიანს თუ არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, აბა ვის აქვს. მას ძალიან დიდი სამართლებრივი საერთაშორისო სკოლა აქვს გავლილი, მე ვიტყოდი უმაღლესი სკოლა. იგი წლების განმავლობაში სტრასბურგში ევროპულ სასამართლოში მუშაობდა, მას აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და დიპლომი, რომ გააგრძელოს მინისტრად მუშაობა და ამაზე ორ აზრი არ არის", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.