ირაკლი ალასანია:  ჯავახეთში არანაირი პრობლემები არ არსებობს

ირაკლი ალასანია: ჯავახეთში არანაირი პრობლემები არ არსებობს

ჯავახეთში არანაირი პრობლემები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მთელს ქვეყანაში სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

"მინდა ძალიან ნათლად გითხრათ, რომ არანაირი პრობლემები ჯავახეთში არ არსებობს. საქართველოში სტაბილურობის განვითარების ტემპს ვერაფერი შეაფერხებს. უბრალოდ, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი და არასახელმწიფოებრივი განცხადება გაკეთდა. ჩვენი სურვილია და ვაკონტროლებთ მთელ საქართველოში სიტუაციას და არანაირი შეშფოთების საფუძველი რეგიონებში იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება იძაბება, არ არსებობს" – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა მას კომენტარი სთხოვეს პრემიერისა და პრეზიდენტის გადადებული შეხვედრის შესახებაც. ალასანიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრაზე საუბარი მათ გუშინ ჰქონდათ.

"არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. გეტყვით, მხოლოდ იმას, რომ ჩვენ გუშინ გვქონდა ამ შესაძლო შეხვედრაზე საუბარი, თუ ის ნამდვილად დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, უნდა შემდგარიყო", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.