დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

აბაშიძე კარასინს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში შეხვდება.

პრემიერის წარმომადგენლის განცხადებით, საუბარი სატრანსპორტო, სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხებს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს, შვეიცარიაში გაიმართა. დიალოგის გაგრძელებაზე მხარეები სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.