მთავრობა დღეს გაზის ტარიფის შემცირებაზე იმსჯელებს

მთავრობა დღეს გაზის ტარიფის შემცირებაზე იმსჯელებს

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების საკითხზე იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, შესაბამის საკითხს მინისტრთა კაბინეტს ის გააცნობს. 

"დღევანდელ სხდომაზე გაგვაქვს გაზზე ფასდაკლებასთან დაკავშირებული საკითხი, თუ მთავრობის სხდომაზე ის მოწონებული იქნება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, დათანხმდა თუ არა გაზისა და ნავთობის კორპორაცია მისი შემოსავლების შემცირების ხარჯზე ტარიფის შემცირებას, კალაძე დეტალებზე მედიასთან ამ ეტაპზე არ საუბრობს.

მინისტრის თქმით, საკითხე კონკრეტულ განმარტებას სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.