გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთმა ჩაიბარა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთმა ჩაიბარა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა დღეიდან რუსეთმა ჩაიბარა. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთი თავმჯდომარეობის პერიოდში აპირებს , განსაკუთრებული ყურადღება ავღანეთში ვითარების დარეგულირებას დაუთმოს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის პრინციპული მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეების ჩაურევლობაში, აპირებენ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით.

"მთავარი თემა რუსეთის თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება ავღანეთში ვითარების დარეგულირება. ეს ქვეყანა განვითარების ეტაპზე დგება, რომელიც თავად ავღანელების ძალისხმევას და მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ მხარდაჭერას საჭიროებს",-აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.