შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ . არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 14 პარტიის განაცხადია შესული.

ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სააარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უკვე მიმართეს შემდეგმა პარტიებმა - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტია", "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა","საქართველოს მშრომელთა საბჭო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო", "სახალხო პარტია", "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე", "ევროპელი დემოკრატები", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და " ახალი მემარჯვენეები"

შუალედურ არჩევნეში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ორმა საინიციატივო ჯგუფმაც გაიარა, რომელთაც კანდიდატები - ზვიად ჩიტიშვილი და ზურაბ ქადაგიძე ნაძალადევის ოლქში წარადგინეს.

პარლამენტის შუალედური არჩევნების 27 აპრილს დანიშვნის შესახებ განკარგულება ცესკო-მ 15 თებერვალს მიიღო. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 27 აპრილს გაიმართება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.