კახეთში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

კახეთში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა კახეთში. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში 35 წლის რამაზ კაციაშვილი თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა .

გარდაცვლილის ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობამდე ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაძაბული სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. რამდენიმე საათში კი, ინციდენტი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, კაციაშვილის ფერმასთან გაგრძელდა. კაციაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც.

მოკვლევას შსს ყვარლის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.