მაია ფანჯიკიძე ავსტრიაში შეხვედრებს მართავს

მაია ფანჯიკიძე ავსტრიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს სავარაუდოდ უახლოეს ხანში ავსტრიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები ეწვევიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა. 

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები ავსტრიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლებზეც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

"საუბარი შეეხო ევროკავშირის ფარგლებში საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობას. ჩვენ ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს არის საქართველოში, შიდა პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკის იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა დგას საქართველო. ვისაუბრეთ რუსეთთან და სხვა მეზობლებთან ურთიერთობაზე და განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მქონდა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან საქართველოს მისამართით დიდი ინტერესია. არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე საქართველოში შედგეს ავსტრიის ბიზნესწრეების ვიზიტი, რომელზეც განხილული იქნება ინვესტიციების და სხვა ეკონომიკური აქტივობის საკითხები", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.