გოჩა და შმაგი აფრასიძეები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ

გოჩა და შმაგი აფრასიძეები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ

სვანეთის სპეცოპერაციის დროს დაკავებული გოჩა და შმაგი აფრასიძეები სასჯელაღსრულების რუსთავის #16-ე დაწესებულებას დღეს დატოვებენ. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აცნობა. აფრასიძეების დედის, დოდო აფრასიძის ინფორმაციით კი, მის ვაჟებს პირობით ვადამდე გათავისუფლება შეეხოთ.

კომისიის სხდომა სასჯელაღსრულების სამინისტროში დღეს გაიმართა და სხდომის გადაწყვეტილებით 55 პატიმარი გათავისუფლდა.