თემურ ჩხეიძე საქმიანობას საქართველოში გააგრძელებს

თემურ ჩხეიძე საქმიანობას საქართველოში გააგრძელებს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე პედაგოგიურ და რეჟისორულ საქმიანობას საქართველოში გააგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეჟისორის შვილმა, მსახიობა ეკა ჩხეიძემ განუცხადა, თემურ ჩხეიძე საქართველოში დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის ჩამოვა.

თემურ ჩხეიძე მომავალ მსახიობებთან და რეჟისორებთან იმუშავებს. დადგამს სპექტაკლებს მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ერთ სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

თემურ ჩხეიძემ სანკტ-პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი აკადემიური თეატრის სახატვრო ხელმძღვანელობა უკვე დატოვა.