ირაკლია ალასანია – სახელმწიფო მოწყობაზე გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული

ირაკლია ალასანია – სახელმწიფო მოწყობაზე გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი საზოგადოებამ უნდა გადაწყვეტოს.

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო გამართვის კომენტირებისას განუცხადა.

"ზოგადად, რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა უნდა იყოს, საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპრეზიდენტო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს გამოკითხული", - განაცხადა ალასანიამ.