საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. როგორც ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განაცხადა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ახალაიასთვის 50 000-იანი გირაოს შეფარდების საკითხს დააყენებს.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე 70-მდე მოწმის ჩვენებასაც წარადგენს და სასამართლოს მათი მტკიცებულებად მიღების შუამდგომლობით მიმართავს.

მალხაზ ველიჯანაშვილი სასამართლოს წინაშე დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებასაც გეგმავს.

ბაჩო ახალაიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება. სხდომის პირველი 5 წუთის ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის ღია იყო.

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებული, ბრალდების ეპიზოდებში პროკურატურის მიერ თანამონაწილეებად მიიჩნევიან.