სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. იგი დაზარალებულებს გაესაუბრა , რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზარალი არის უზარმაზარი და მათ უმრავლესობას ბანკის კრედიტებით უწევდათ საქმიანობა.
დედაქალაქის მერმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელ ნოდარ სანდუხაძეს დაზარალებულების თანდასწრებით მათი აღწერა დაავალა. უგულავამ დაზარალებულებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მოხდეს მათი გარკვეული სახით კომპენსირება.
ამასთან, უგულავა თბილისის მერი დაზარალებულებს იურიდიული მხრივ დახმარებასაც დაჰპირდა. "ყველაფერს შევისწავლით. მოხდება აღწერა და რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანების დასახმარებლად. ზარალი სერიოზულია, დამწვარია ძალიან დიდი ფართობი", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მან ხანძრის შედეგები საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძისგან დეტალურად მოისმინა.