საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით პრაღაში გაემგზავრა , სადაც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ გრიგოირ კარასინს შეხვდება.
აბაშიძესა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის გრიგორი კარასინის შეხვედრა 1-ელ მარტის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ გამგაზავრებამდე განუცხადა, პრაღის შეხვედრაზე განიხილავენ მხარეები რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუნამიტარულ და კულტურული ურთიერთობების საკითხებს.
მისივე განმარტებით, ასევე შეაჯამებენ, თუ რა წინსვლაა ვაჭრობის კუთხით, კერძოდ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თვალსაზრისით. შესაძლოა, განხილულ იქნეს აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებიც.
აბაშიძესა და კარასინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს ჟენევაში გაიმართა.