საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და მისი მეუღლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში მიიღო . ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
"ელჩი ნორლანდი და მისი მეუღლე ეწვივნენ პატრიარქს, მისივე მიწვევით. პატრიარქმა და ელჩმა ისაუბრეს პროგრესზე საქართველოს საშინაო საქმეებში; მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, მოაგვარონ არსებული დაძაბულობა. პატრაირქმა მოუწოდა საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, დაეხმარონ ქართველ ხალხს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ბალანსს სამართლის პოვნასა და შურისძიებას შორის", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმციაში.