მიხეილ სააკაშვილი - არჩევნები ნაწილობრივ

მიხეილ სააკაშვილი - არჩევნები ნაწილობრივ "ტაქსისტებმა" წაგვაგებინეს

არჩევნები "ტაქსისტებმა" წაგვაგებინეს ნაწილობრივ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისში ყველა "ტაქსისტს" სჯეროდა, რომ ბენზინიდან 1 ლარი სააკაშვილს მიჰქონდა.

"ახლანდელი მთავრობის დაპირებები იყო მხურვალე – სააკაშვილს მიაქვს 1 ლარი სახლში, ამიტომ ბენზინი 2-ჯერ გაიაფდებაო. თბილისში ყველა ტაქსისტს სჯეროდა ეს. ამ ტაქსისტებმა წაგვაგებინეს არჩევნები ნაწილობრივ. ჩემო ძმებო ტაქსისტებო, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ მოგატყუეს, იმიტომ, რომ არავის არაფერი არსად არ მიჰქონდა, მით უმეტეს თქვენი ბენზინის 1 ლარი. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მთავრობას არ აქვს დენის გაიაფების დიდი რესურსი, თურმე არ არსებობს გაზის გაიფების რესურსი. შემოიღეს მარტო 5 ლარიანი დაზღვევა, რომელიც ქართველმა ხალხმა იცის, რომ არის არაფერი", - აღნიშნა სააკაშვილმა.