მიხეილ სააკაშვილი - დაიწერა საექსპერტო დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების კანონით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია

მიხეილ სააკაშვილი - დაიწერა საექსპერტო დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების კანონით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია

დაიწერა საექსპერტო დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების კანონით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაწერა ეს და ალბათ ამ დღეებში გამოქვეყნდება.

"ეს იყო თავიდან ბოლომდე უცნაური აქტი, რომელმაც მინიმუმ გაუგებრობა და და ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ცივილურ ქვეყნებში. ასეთი გამოშვებული პოლიტპატიმრები საქართველოს მთავრობამ მიავლინა ჩრდილოეთ ოსეთში, რამდენიმე დღის წინ, რათა ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია, როგორ მოვუწყვე მე, მიხეილ სააკაშვილმა ოს ხალხს გენოციდი", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მათ შორის რამდენიმე აქტივისტი იყო დღევანდელი სამთავრობო პარტიის.