პრეზიდენტი მზადაა პრემიერ-მინისტრს თავად ესტუმროს

პრეზიდენტი მზადაა პრემიერ-მინისტრს თავად ესტუმროს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობასთან დიალოგის მიზნით, მზადაა პრემიერ-მინისტრს თავად ესტუმროს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ მთავრობასთან უნდა ვსაუბრობდეთ ბევრ საკითხზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროპასთან ურთიერთობაზე, ამერიკასთან სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ახალ პროექტებზე… მინდა ვისაუბრო მათთან ისეთ მაგიდასთან, როგორზეც თქვენთან ვზივარ. თუ ამ სასახლეში არ მოვლენ, ალბათ პრობლემებიც ექნებათ შემოსვლის, რადგან დაცვის სამსახური შემცირებულია და ბოლო ერთი კვირაა ერთი კარები გვაქვს, საიდანაც ვუშვებ (სხვათა შორის, დღეს დათო ბაქრაძე 40 წუთი იყო გაჭედილი), მე შემიძლია მივიდე პრემიერ-მინისტრთან. მას ბევრი დაცვა ჰყავს და ბევრი შესასვლელი აქვს. მისი მომარაგება ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ამ სასახლის და შემიძლია სადილზეც ვეწვიო თუ დამპატიჟებს და ვისაუბრო ამ საკითხებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ნამდვილად არაა დაინტერესებული საქართველოს მთავრობას მუშაობაში რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას.