პრეზიდენტი შეცდომად თვლის, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან გახსნილად აღარ ლაპარაკობდა

პრეზიდენტი შეცდომად თვლის, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან გახსნილად აღარ ლაპარაკობდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შეცდომად თვლის, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან გახსნილად აღარ ლაპარაკობდა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა წლებში ბევრად ნაკლებს ლაპარაკობდა ასე გახსნილად ჟურნალისტებთან და, ძირითადად, მისი ვრცელი საუბრები მონოლოგებით შემოიფარგლებოდა.

"ნაკლებს ვპასუხობდი კითხვებს და ვფიქრობ, რომ ეს იყო გარკვეული შეცდომა. ეს იყო გარკვეული დისტანცირება, იმის განცდა, რომ ხალხი ისედაც ყველაფერს მიხვდება და საჭირო არ არის ზედმეტი ახსნები, არ არის საჭირო ყველაფერზე რეაგირება და პასუხის გაცემა, მე ვფიქრობ იყო შეცდომა. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამ შეცდომის გამოწორება", - დასძინა სააკაშვილმა.