ორგანიზაციამ

ორგანიზაციამ "ლიბერალური კვალი საქართველო" საქველმოქმედო აქცია განახორციელა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ლიბერალური კვალი საქართველო" საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ხუთმა ოჯახმა 200-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, რომელთა გამოყენებასაც ისინი სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების შეძენისას შეძლებენ. 
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ლიბერალური კვალი საქართველო"  (LIBERAL FOOTPRINT GEORGIA) სპეციალური კვლევის შედეგად გამოავლინა წეროვანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა წევრებს შორისაც ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებულები არიან. 
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მედიკამენტების შესაძენად გამოყოფილი ვაუჩერი ამ ოჯახების მდგომარეობას გარკვეულწილად შეამსუბუქებს.
"ეს არის ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობა, რითაც ამ ეტაპზე ვახერხებთ ხელი შევუწყოთ 2008 წლის ომის შედეგად დევნილებად ქცეულ ოჯახებს. მომავალშიც საქველმოქმედო საქმიანობა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დარჩება", – აცხადებს "ლიბერალური კვალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ლაშხი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური კვალი საქართველო" (LIBERAL FOOTPRINT GEORGIA) დიდ ბრიტანეთში ქართული ემიგრაციის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 
მისი მიზანია, კვლევითი, სამეცნიერო, საქველმოქმედო და სხვა არაკომერციული საქმიანობით ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანონ.

იხილეთ ვიდეო

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=deDphom7Lk8