პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური მრავალფროვნების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური მრავალფროვნების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა კონფერენციაში "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისთვის" მიიღო მონაწილეობა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ორგანიზებითა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები როგორც საქართველოს

რეგიონებიდან, ისე საზღვარგარეთიდან. მონაწილეებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.