სახალხო დამცველი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სახალხო დამცველი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ომბუდსმენმა პრემიერ-მინისტრს გააცნო საკუთარი მოსაზრებები მომავალი საქმიანობის და პრიორიტეტების შესახებ. 

კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საქმიანობის გეგმებში შედის სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების განვითარება, კონფლიქტურ ზონებში და სამშვიდობო პროცესებში სახალხო დამცველის გააქტიურება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადება და მის განხორციელებაში მთავრობის მხარდაჭერა.

საუბარი ასევე შეეხეო სახალხო დამცველის 2012 წლის ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესაძლებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხებზე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და სახალხო დამცველის ახალ ინციატივებს მიესალმა.