თომას ჰამარბერგი საქართველოში ოთხ-ხუთ თვეს დაჰყოფს

თომას ჰამარბერგი საქართველოში ოთხ-ხუთ თვეს დაჰყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჰამარბერგი საქართველოში სპეციალური მისიით არის ჩამოსული და ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სთხოვა ევროკავშირის წარმომადგენლებს ბრიუსელში ყოფნის დროს.

"საქართველოში სპეციალური მისიით არის ჩამოსული თომას ჰამარბერგი, რომელიც ერთის მხრივ მონიტორინგს გაუწევს ქვეყანაში იმ საკითხებს, რომელიც იწვევს მაღალ ყურადღებას და ასევე დაგვეხმარება სხვადასხვა საკითხების სწორად გადაწყვეტაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ჰამარბერგი საქართველოში ოთხ-ხუთ თვეს დაჰყოფს. ამასთან უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მისიით საქართველოს სხვა მაღალი დონის სპეციალისტებიც ეწვიონ.