დავით უსუფაშვილი - მოსამართლეები ძალიან მალე ზეწოლისგან გათავისუფლდებიან

დავით უსუფაშვილი - მოსამართლეები ძალიან მალე ზეწოლისგან გათავისუფლდებიან

მოსამართლეები ძალიან მალე ზეწოლისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მოსამართლეების უმრავლესობა გაურკვევლობაშია.

"ცოტა შორს თუ გავიხედავთ, ვხედავ დამოუკიდებელ სასამართლოს ამ ქვეყანაში. ეს პროცესი იქნება მტკივნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. დღეს ძალიან ბევრი რამ ჩემშიც კითხვას ბადებს, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსების ვალია არა სასამართლოს კრიტიკა, არამედ კლიმატის შეცვლა, რომ მოსამართლეებმა შეძლონ ობიექტური, დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს პოლიტიკოსთა მხრიდან კრიტიკა ვერ შველის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოსამართლეების უმრავლესობა არის გაურკვევლობაში, მაგრამ ძალიან მალე მათ ვნახავთ გათავისუფლებულებს წარსული გამოცდილებისგან და მომავლის შიშებისგან", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.