დავით უსუფაშვილი - სიტუაციის ნორმალიზაციით თავად მიხეილ სააკაშვილი არ არის დაინტერესებული

დავით უსუფაშვილი - სიტუაციის ნორმალიზაციით თავად მიხეილ სააკაშვილი არ არის დაინტერესებული

პრემიერ-მინისტრის მოკლე განცხადებაში აღწერილია ყველაფერი და ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

"სიტუაციის ნორმალიზაციით არ არის დაინტერესებული თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან თუ არ იქნება ეს გაუთავებელი აჟიოტაჟი, როგორც ჩანს, ის ვეღარ ახერხებს თავისი მიზნების და ამოცანების შესრულებას. აპრილის ილუზორული მეორედ მოსვლის ამბების გასამყარებლად ის სხვადასხვა ხერხებს და საშუალებებს მიმართავს. პრემიერმა ძალიან მარტივად თქვა ამ განცხადებაში, რომ მოვიდა გადაწყვეტილების მიღების დრო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველასთვის. თქვა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება არც არავის დევნა და არც არავის განდიდება. საზოგადოება გამოიტანს თავის ახსნას, თუ ვინ რას ემსახურება - ქვეყანას, ხალხს თუ რაიმე სხვას", - აღინშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ მიმართვაზე ყველაზე უკეთ ლაპარაკობს თავად მიმართვა. "მე მგონი ამ მოკლე განცხადებაში აღწერილია ყველაფერი და ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. სამარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ ყველას გაეაზრებინა სად ვიმყოფებით, რა არის აუცილებელი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპები. ჩვენ წავედით მოლაპარაკებებზე შეთანხმებისთვის, ვთანხმდებოდით ბევრ რამეზე, მათ შორის ამნისტიის ისეთ ფორმაზე, რასაც საზოგადოება ძნელად თუ გაიგებდა, მაგრამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე კვლავ უარი თქვა თავად მიხეილ სააკაშვილმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი პრემიერის მიმართვა შეიცავს შანტაჟს ან რაიმე მსგავსს.