სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო მთავარ პროკურატურას პრეზიდენტის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, საქმე ეხება 23 თებერვალს პირველი არხის ეთერში, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მხრიდანმა პენიტენციურ სისტემაზე გაკეთებულ განცხადებებს.

"სამინისტროს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გამონათქვამები იძლევა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველს, ამდენად, სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და დაიკითხოს მათი ავტორი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინფორმაციის მატარებელიც და გამავრცელებელიც", - აღნიშნა კორძაიამ.