„აღარ უნდა არსებობდნენ ხელშეუხებელი პერსონები“

„აღარ უნდა არსებობდნენ ხელშეუხებელი პერსონები“

თსუ-ს ეკონომიკური და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ოთარ აბესაძე თბილისის მერის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად ფინანსური მაქინაციები და ფულის გათეთრება ითვლება, რისი კლასიკური ნიმუშიც ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდებაა.

„ვფიქრობ, დროა კანონის წინაშე იყოს თანაბარი ქალაქის მერი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ საქართველოს სხვა ნებისმიერი მოქალაქე. სწორედ ამიტომ მისცა მოქმედ ხელისუფლებას მანდატი ქართულმა საზოგადოებამ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და აღარასოდეს განმეორდეს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვადა, მითუმეტეს, ამ სახსრებით კრიმინალური საქმიანობის წარმოება“.

აბესაძე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მრავლად იყო შერჩევითი სამართლის მაგალითები და ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკანასკნელი წლების პოლიტიკური დესტაბილიზაციის და კრიზისის.

„აღარ უნდა არსებობდნენ ხელშეუხებელი პერსონები და მაღალი თანამდებობა აღარ უნდა იყოს იმის გარანტი, რომ დანაშაული ჩაიდინო და შემდეგ თავის გასამართლებლად ამას პოლიტიკური ელფერი მისცე, რასაც აკეთებს დღეს გიგი უგულავა.

ვფიქრობ, ახალი საქართველოს აშენება სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.