კოტე კუბლაშვილი - პოლიტიკური შეხედულებით კრიტიკა სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს

კოტე კუბლაშვილი - პოლიტიკური შეხედულებით კრიტიკა სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს

პოლიტიკური შეხედულებით კრიტიკა სასამართლოზე გავლენას ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოახდენს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე , კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის მერის, გიგი უგულავას გუშინდელ პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოველთვის შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკო, ოღონდ ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს.

"ზოგადად თქმა იმისა, რომ ეს არის უკანონო, ეს არაფერს ნიშნავს. მთელი ეზოც რომ გაივსოს და ყველამ თქვას, რომ უკანონოა, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სამართლებრივი დასაბუთება უნდა არსებობდეს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს საკითხი ასე უნდა გადაეწყვიტა.

"ვერავინ მის ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა გამორიცხულია. თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, არის გზა, რომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. პოლიტიკური შეხედულებით კრიტიკა სასამართლოზე გავლენას ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოახდენს", - განაცხადა კუბლაშვილმა.