დავით უსუფაშვილი თომას ჰამერბერგს ხვდება

დავით უსუფაშვილი თომას ჰამერბერგს ხვდება

იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ წუთებში ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამერბერგს ხვდება. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრამდე მონაწილეების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.