სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი დაინიშნა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი დაინიშნა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სმასახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს.

"ამ სამსახურს გუშინდლამდე თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ჯანაშია ხელმძღვანელოლბდა, ის იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს დანიშვნა პოლიტიკურია?", - აღნიშნა უსუფაშვილმა, როდესაც კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე რომ ოპონენტებმა ეს დანიშვნა პოლიტიკურ დანიშვნად შეაფასეს.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა უხელმძღვანელოს პროფესიონლამა და პროფესიონალი არის ის, ვისაც ამ საქმეში გამოცდილება ქვს.
"მე მაგალითად, ამ საქმეში არ გამოვდგებოდი", - განაცხადა უსუფაშვილმა.