გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი: "პრემიერს აქვს ბოლო მცდელობა, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი სასამართლოსგან დაიცვას"

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ბოლო მცდელობა, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი სასამართლოსგან დაიცვას.

ამის შესახებ ხუხაშვილმა "მაესტროს" პრეს-კლუბში, საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე საუბრისას განაცხადა და პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა.

"ეს შეიძლება, გახდეს ხალხის რისხვის საგანი საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შესაძლებლობებიც არ უსასრულო ამ საკმაოდ ცელქი ბავშვების დასაცავად. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ცალსახად არ გამოთქვამენ თავის პოზიციას, რომ "არა დიქტატურას", თუნდაც ამ ფორმით არ მოიხდიან ბოდიშს, საზოგადოებისგან ძალიან სერიოზული რისკის, სერიოზული საფრთხის წინაშე დაიყენებენ თავის თავს, თავის მომავალს. აქედან გამომდინარე, პრემიერი არათუ აფრთხილებს, არამედ უხსნის იმ ვითარებას, რაც შეიძლება, შეიქმნას ამ კენჭისყრის შემდეგ. ეს არის მისი, ფაქტობრივად, ბოლო მცდელობა, დაიცვას ეს ადამიანები საზოგადოებრივი სასამართლოსგან", - განაცხადა ხუხაშვილმა.