ვაჰაგნ ჩახალიანი პრეზიდენტის გასამართლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს

ვაჰაგნ ჩახალიანი პრეზიდენტის გასამართლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.

ამის შესახებ ჩახალიანმა დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე - "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის" განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ჯანმრთელობაზე ზრუნავს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გეგმავს.

"მიშა წავიდეს ჯერ. ის არის პრობლემა საქართველოსი. ჯავახეთში ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყოთ, რომ მიშა დაისაჯოს თავისი ერის და საქართველოში მცხოვრები უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. რადიოები, გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები დაკეტა ჯავახეთში, მე დამიჭირა, ჩემთან ერთად კიდევ 20 კაცი დაიჭირა", - განაცხადა ჩახალიანმა.