გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილ გამომძიებელს მტკიცებულების გაჩუქებაში ადანაშაულებს

გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილ გამომძიებელს მტკიცებულების გაჩუქებაში ადანაშაულებს

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილ გამომძიებელს შალვა ნიქაბაძეს მტკიცებულების გაჩუქებაში ადანაშაულებს.

როგორც დონაძემ დღეს "პირველ რადიოს" რადიო-კლუბში განაცხადა, ნიქაბაძემ იარაღი, რომელიც ამირან რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება იყო, მის მეგობარს აჩუქა.

გურამ დონაძის ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, "იარაღი თავის დროზე მოპარული იყო, მას შემდეგ კი, რაც კანონიერ მფლობელებს ეცნობა, რომ აღნიშნული იარაღი სხვა საქმეში ფიგურირებდა, ნიქაბაძემ მათ დაურეკა და "ტაურუსის" გადაფორმება აიძულა”.