საკრებულოს ფრაქცია

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში" ზაურ დოლიძე გადავიდა

საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლებიდან" ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში" დეპუტატი ზაურ დოლიძე გადავიდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განუცხადა, ფრაქციისთვის ეს დიდი შენაძენია, რადგან ზაურ დოლიძე კარგად იცნობს საბურთალოელების პრობლემებს და სწორად ესმის მათი გადაწყვეტის გზები.

გაბუნიას თქმით, მისი ფრაქცია დატოვა კახა ბროკიშვილმა, თუმცა ეს შეთანხებული იყო.

"ფრაქციის შექმნისას დროებით, ტექნიკური მიზნით თვის ბოლომდე გაწევრიანდა კახა ბროკიშვილი, რომ ფრაქციის არსებობას ხელი არ შეშლოდა. მას მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დაეტოვებინა ფრაქცია, რაც ზაურ დოლიძის გადმოსვლის შემდეგ განხორციელდა კიდეც. ბროკიშვილი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მის ფრაქციაში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობიდანაც" გადავლენ დეპუტატები.