პროკურორებზე შესულ საჩივრებს 12 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის

პროკურორებზე შესულ საჩივრებს 12 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის

პროკურორების წინააღმდეგ შესულ საჩივრებს 12 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯგუფი, რომელიც შექმნილია პროკურორების წინააღმდეგ შესული საჩივრების შესასწავლად, დაკომპლექტდა ახალბედა პროკურორებისგან, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გამოძიებებზე, რაც აქამდე წარმოებდა.

კბილაშვილის თქმით, ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა რამდენად სამართლიანად აწარმოეს ამა თუ იმ პროკურორებმა გამოძიებები, რომელზეც საჩივრებია შესული.
კბილაშვილის თქმით, როდესაც ის პროკურორი გახდა, საჩივრები 333 პროკურორიდან 322-ზე იყო შესული.

"ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა რამდენად ობიექტურია ესა თუ ის საჩივარი პროკურორების მიმართ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.