არჩილ კბილაშვილი - სანაიას საქმის გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ ოჯახი დასაბუთებულ განცხადებას წარმოადგენს

არჩილ კბილაშვილი - სანაიას საქმის გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ ოჯახი დასაბუთებულ განცხადებას წარმოადგენს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას საქმის გამოძიებას პროკურატურა იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუკი სანაიას ოჯახის წევრები საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული განცხადებით მიმართავენ გამოკვეთილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, გიორგი სანაიას შემთხვევაში განაჩენი უკვე გამოსულია და საქმის ხელახალი გადახედვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც ამოქმედდება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. კომისიის შექმნამდე კი ეს შესაძლებელია მაშინ თუკი ოჯახი ორგანოს მიმართავს მომხდარში გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გამოძიებით.

"ასეთ შემთხვევაში პროკურატურა მოკვლევას დაიწყებს, თუკი გიორგი სანაიას ოჯახი დასაბუთებულ განცხადებას წარმოადგენს, სადაც დანაშაულებრივ ქმედებებზე იქნება მითითებული", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და განმარტა, რომ შესაძლოა სანაიას ოჯახს მსგავსი განცხადება საგამოძოებო უწყებაში უკვე შეტანილი აქვს, რაც მისთვის ჯერჯერობით უცნობია.