არჩილ კბილაშვილი - ციხის ბუნტზე მიმდინარე გამოძიებაში თანამდებობის პირთა მონაწილეობა იკვეთება

არჩილ კბილაშვილი - ციხის ბუნტზე მიმდინარე გამოძიებაში თანამდებობის პირთა მონაწილეობა იკვეთება

ციხის ბუნტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამდებობის პირთა მონაწილეობა იკვეთება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული პირების ვინაობა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ამასთან კბილაშვილის თქმით, ციხის ბუნტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გამოძიებულია.

"უკვე იკვეთება თანამდებობის პირთა მონაწილეობა, რაზეც საზოგადოებას მალე ვაცნობებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.