არჩილ კბილაშვილი – სამ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

არჩილ კბილაშვილი – სამ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურა სამ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ორი მოსამართლე უზენაესი სასამართლოში მუშაობს. რაც შეეხება გამოძიების მიზეზს, როგორც კბილაშვილმა განმარტა, ერთ-ერთმა მოსამართლემ, პირს პატიმრობა იმ პირობებში შეუფარდა, როდესაც ის ამნისტირებული იყო. მთავარი პროკუორის განმარტებით, ეს უკანონო პატიმრობაა და პროკურატურა ამ მოტივით დაინტერესდა აღნიშნულ მოსამართლესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოსამართლეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მუშაობენ, კბილაშვილის თქმით, გამოვლინდა, რომ მათ არ აქვთ იურიდიული განათლება.

"როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ პირს, რომელიც მოსამართლედ მუშაობს, იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს და ორი მოსამართლე ამ განათლების გარეშე მუშაობს. პროკურატურა დაინტერესდა, თუ ვისი გადაწყვეტილებით მუშაობენ ისინი მოსამარათლეებად. ეს იგივეა, რომ ექიმს არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება. ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.