საგამოძიებო სამსახურის 100 - ზე მეტმა თანამშრომელმა სისხლი უანგაროდ გაიღო

საგამოძიებო სამსახურის 100 - ზე მეტმა თანამშრომელმა სისხლი უანგაროდ გაიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს "სისხლის ბანკთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში , საგამოძიებო სამსახური ჩაერთო აქციაში "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე."

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საგამოძიებო სამსახურის 100 - ზე მეტმა თანამშრომელმა სისხლი უანგაროდ გაიღო. სისხლი ჩააბარეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კახა კაკაბაძემ, უფროსის მოადგილე თამარ მაჭავარიანმა, გამომძიებლებმა და სპეცრაზმის წევრებმა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0 - დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისთვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად, პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

უანგარო დონაციის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ონკო - ჰემატოლოგიის მობილური ჯგუფები უწყების თანამშრომლებისთვის ადგილზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეცრაზმის შენობის მედპუნქტში მუშაობდნენ.