დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების განცალკევება 1-ლი ივნისიდან არის გათვალისწინებული

დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების განცალკევება 1-ლი ივნისიდან არის გათვალისწინებული

დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების განცალკევება 1-ლი ივნისიდან არის გათვალისწინებული. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კანონპროექტის ავტორმა, საპარლაპენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას კრძალავს, პირველი მოსმენით უკვე განხილულია, კენჭისყრაზე არაუგვიანეს აპრილის პირველ კვირაში გავა, ხოლო მისი ამოქმედება 1-ლი ივნისიდან არის გათვალიწინებული. 

დასუფთავების გადასახადი სულადობით განისაზღვრება. იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, სულადობის ზედა ზღვარი 4-ით განისაზღვრა, ხოლო მოსაკრებელის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

"მაქსიმალური ზღვარი არის სამი ლარი, თუმცა ანონში ჩავდეთ ვალდებულება სოციალურად განსხვავებული ტარიფის, იმის მიხედვით, ოჯახი რა კატეგორიის არის. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ თვითმმართველობამ ნებისმიერი ტარიფი, რომელსაც გამოიყენებს, უნდა დაასაბუთოს ხარჯების მიხედვით. კანონში ისედაც იყო ეს ჩანაწერი, მაგრამ არავინ არასდროს ითხოვდა, რომ მოსაკრებელი უნდა გამოითვლებიდეს არა აბსტრაქტულად, არამედ ხარჯების შესაბამისად, თუმცა მერია ყოველთვის უარს ამბობდა ამ ხარჯების წარმოადგენაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.

დასუფთავების ტარიფს თვითმმართველობა განსაზღვრავს. ხიდაშელის თქმით, მაისში დედაქალაქის საკრებულომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და 1-ელ ივნისამდე თვითმმართველობიდან ცნობილი უნდა გახდეს, თუ რამდენი იქნება ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების გადასახადი.