მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 26 მაისის აქციების დროს მომხდარი გარდაცვალების 2 შემთხვევა თითქმის გამოძიებულია.
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
"26 მაისის თემა მასობრივი ღონიძიებაა, ჩვენ დაზარალებულთა დიდი ნაწილი დავკითხეთ, ასევე დავკითხეთ მასში მონაწილე პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი. მე არც კი ვიცოდი თუ დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული ნინო ბურჯანაძე, ამჟამად ვაწარმოებთ იმის მოძებნას და დაკითხვას ვინც იყო უშუალოდ შემსრულებელი. ასევე იქ მომხდარი გარდაცვალების ორი შემთხვევა თითქმის გამოძიებულია, ვფქირობთ, რომ უკვე დასრულებული ცალკეული ეპიზოდი წარმოვაჩინოთ", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ იგივე ვითარებაა 7 ნიემბრის მოვლენებთან დაკავშირებითაც.